- წარმომადგენლობითი ორგანოები
- სოციალურმა პლურალიზმმა იმთავითვე მისცა დასაბამი კერძო საკუთრებას, პარლამენტს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებშიც წარმოდგენილი იყო არისტოკრატიის, სამღვდელოების, ვაჭრებისა და სხვა ფენების ინტერესები. ამ ორგანოებში წარმომადგენლობის ფორმები, მოდერნიზაციის კვალდაკვალ, გარდაიქმნენ თანამედროვე დემოკრატიულ ინსტიტუტებად. აბსოლუტიზმის პერიოდში ზოგი მათგანი საერთოდ გააუქმეს ან მნიშვნელოვნად შეზღუდეს. მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, ეს ინსტიტუტები მთავარ საშუალებას წარმოდგენდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის ფართო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. არც ერთ თანამედროვე ცივილიზაციას არ აქვს წარმოამდგენლობითი ორგანოების არსებობის მსგავსი ათასწლოვანი გამოცდილება. ჯერ კიდევ IX საუკუნიდან ადგილობრივ დონეზე, იტალიის ქალაქებში, დაიწყო მოძრაობა თვითმმართველობისათვის, რომელიც შემდგომ ჩრდილოეთით გავრცელდა, „აიძულებდა რა ეპისკოპოსებს, ადგილობრივ ბარონებს და სხვა წარჩინებულებს, ბურჟუებისთვისაც გაეზიარებინათ, და ხშირად, ბოლოს მთლიანად დაეთმოთ ძალაუფლება“. სახალხო წარმომადგენლობას ნაციონალურ დონეზე შემდგომში დაემატა ავტონომიურობის ხარისხი ადგილობრივ დონეზე, რაც არნახული მოვლენაა მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის.Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.